„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში“ გარკვეული ცვლილებები (იხ. ბრძანება N88/ნ, 01.06.2017წ) განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესსა და თანმხლებ დოკუმენტებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. სამუშაო პროცესი ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებთან და გამომცემლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, მათ კიდევ უფრო დახვეწას და შემდგომ - დამტკიცებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები საგნობრივი სპეციალისტებისაგან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა.წ. 10 მარტს, 15:00 სთ.-ზე შეხვედრაზე იწვევს დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს - ავტორებს „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ (ბრძანება N40/ნ, 18.05.2016წ.) განხორციელებული და სახელმძღვანელოების მაკეტის რეცენზირებაში დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად, ასევე, შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების დასაგეგმად.