საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ უმნიშვნელოვანეს მეგა-პროექტზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორცილდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე პროფესიულ განათლებაში 2020 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და მასწავლებლების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა. სამიტის გახსნაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარებული პირველი მთარგმნელობითი ლიტერატურული პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გივი თოიძე შოთა რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატი და საქართველოს სახალხო მხატვარია. მისი შემოქმედებაში ძირითადი ადგილი უკავია ძველი თბილისის, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებს, ჟანრულ სურათებს, მრავალფიგურიან კომპოზიციებსა და მონუმენტურ მხატვრობას.
2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს. შეთანხმებას ხელი საქართველოს მხრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან – გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონმა მოაწერეს.
გამოვლინდა გამარჯვებული პიესების კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“, რომელიც პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად ჩაატარა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს (GIDE)“ შორის საგანმანათლებლო დებატების განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და GIDE-ს ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მოაწერეს.
ევროპის სასწავლო ფონდისა (ETF) და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIAS) ორგანიზებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი დონის მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.