საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2019-2020 წლების სეზონების შემაჯამებელი დაჯილდოების ნომინაციებში წარადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართველმა სპორტსმენებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ყოველწლიურ, 16-დღიან გლობალურ კამპანიაში (25 ნოემბერი - 10 დეკემბერი) მიიღეს მონაწილეობა და საზოგადოებას პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. კამპანიას შეუერთდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სემინარში მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტებმა, სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და პანდემიის პერიოდში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.
10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კინორეჟისორისა და კინოოპერატორის, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გამოყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ონლაინ ფორმატში გახსნა. კვირეული, რომლის მიზანს Covid-19-ის ფონზე პროფესიულ განათლებაში მიმდინარე გამოწვევების ანალიზი, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს, დღეს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ. „პროფესიული განათლების კვირეული 2020“ ეძღვნება ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულს (European Skills Week), რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.
5 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-12 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ონლაინ გამოფენა „არს გარიყულა“ გაიხსნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულმა პლატფორმამ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების არქივი განახლდა და მისი დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე: www.archive.propaganda.network
საქართველო 2023 წელს, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.