„ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს კონკურსს 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს. პრემიაზე მსურველებმა უნდა წარადგინონ 2020 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში:
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.
პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით პროფესიული უნარების ეროვნული სააგენტოს კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ამჯერად ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ქართული რაგბისა და სპორტის გულშემატკივარს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „შემოდგომის ერთა თასი“ მონაწილეობის ოფიციალურად აღიარებას ულოცავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში მოწყობილ სესიაში და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის 8 ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.sixnationsrugby.com) გამოაქვეყნეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს – „ლიტერა მთარგმნელებისთვის“.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა პროფესიული ტესტირება დღეს, დილის 9 საათზე საქართველოს 59 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.