14 ათას კვ.მ. სივრცის თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2 კორპუსთან ერთად ითვალისწინებს ბიბლიოთეკას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სასადილოებს და 3 სპორტულ დარბაზს.
11 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო - რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.