მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტების, პროგრამის კოორდინატორების გადამზადება დაიწყო. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან „World Vision-საქართველო და USAID - ის პროექტი ,,ზრდა“ საქართველოში, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს -,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება“. პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების ხელძღვანელებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ და ამ პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისი, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის საჯაროდ განხილვის პროცესი დაიწყო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია.
ევროპის აკადემია დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და ფარავს კვლევის ყველა მიმართულებას.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
ახალ სასწავლო წელს I-VI კლასის მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება არ არსებობს.
სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნუკრი გელაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო. მიხეილ ჩხენკელი ასევე გაეცნო მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებს და მათ საცხოვრებელ პირობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის, ნუტრიციისა და მოსახლეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორს, ფადია სადააჰს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, „SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სააგენტოში არსებული ინოვაციური ლაბორატორიების გამოყენებით, საკუთარი უნარები რობოტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით მოესინჯათ.