Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
19/12/2017

ღონისძიებაზე ცენტრის პარტნიორმა ორგანიზაციებმა, კურსდამთავრებულებმა და თანამშრომლებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

19/12/2017

პროექტის „ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,  იუსტიციის სამინისტრომ და ბრიტანეთის საბჭომ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან. სამმხრივ შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

18/12/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ წმინდა ნინოს სახელობის სკოლას ეწვია და „რობოტექნიკის“ გაკვეთილებს დაესწრო.

18/12/2017

გლობალურ პროგრამაში “ნესტლე“ ჯანმრთელი ბავშვები – მხიარული გაკვეთილები კვებაზე” თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ხუთი ახალი სკოლა ჩაერთო. პროგრამის პილოტირება 2011 წლიდან დაიწყო, რაც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონკრეტულად კი ჯანსაღი კვების, ჰიგიენისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას გულისხმობს. პროექტში სულ საქართველოს 36 სკოლის 6 858 მოსწავლე მონაწილეობს და მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა.

17/12/2017

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის   რეგიონების მცირეკონტიგენტიანი სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების  450 მოსწავლისთვის, დაბა ბაკურიანში   სამთო-სათხილამურო სპორტული სკოლა ხორციელდება,  რომელიც მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.

15/12/2017
100 წლის წინ, 1917 წლის 15 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება გაიმართა. ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს.
15/12/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს დაესწრნენ.

14/12/2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ გაიმართა.

13/12/2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძე  საზეიმოდ გახსნეს.

13/12/2017
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ დაიწყო. 
12/12/2017

ტაილანდის კუნძულ ფჰუკეტზე გამართულ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა საპატიო სიგელი მოიპოვეს.  მსგავს ოლიმპიადაში მონაწლეობა საქართველოს ნაკრები გუნდისთვის პირველი წარმატებაა.

11/12/2017
საქართველოს საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, სადაც დისერტანტმა ირაკლი ორჟონიამ თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაცია წარმოადგინა.
11/12/2017

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა  კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" გამართა. 

09/12/2017

,,სოციალური ინკლუზიის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

09/12/2017

საქართველო-გერმანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დოქტ. ჰაიკე ფაიჩს შორის გაიმართა.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >