საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით, საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს ეწვია, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და მინისტრის სახელით, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა და დამზადების პროცესსაც გაეცნო.
ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები ამჯერად, განათლების თემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების ექსპერტებს წარუდგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს მიღწეული შედეგები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომაზე შეაჯამა.