მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ.
უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.
ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.
მთავრობის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით "სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების დაფინანსების" თემაზე სემინარი გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა" 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი საპრიზო ადგილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ხატია იათაშვილს ერგო, მეორეადგილოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კალმახელიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ჭუმბურიძემ დაიკავა.
პროფესიულ კოლეჯებში 2017 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად მიულოცა პროფესიული კოლეჯის „აისი“ სტუდენტებს და მათთან ერთად, წარმატებები უსურვა 8 000-დე პირველკურსელს.
მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს 138 საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ მათგანს, თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვივნენ და შრომითი უნარების კურსს დაესწრნენ საკონდიტრო და სარესტორნო საქმის მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის მთავრობის ინვესტიციის მნიშვნელობასა და საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აქტივობებზე გაკეთდა.
მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.
საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია „უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის,, გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.