სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდნენ. სტუდენტებმა მოსწავლეებს ის ქიმიური ექსპერიმენტები და ტექნოლოგიურ-შემეცნებითი თამაშები გააცნეს, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება.
ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ტრადიციული შეხვედრა- Business Luncheon ამჯერად, განათლების სფეროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თემას დაეთმო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გავუსვი კერძო სექტორის როლს პროფესიული განათლების რეფორმაში, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან ყველა რეგიონში მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალ, მაშტაბურ პროექტს, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდი გამოავლინა, რომელიც NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში. დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ სულ უფროსკლასელებისაგან შემდგარი სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომელთაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.