ბათუმის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოში მოღვაწე 80 მკვლევარი.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.