2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი
საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო
სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. ამის
შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი
მარგველაშვილმა დღეს, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას
გააკეთა.
საქართველოს რამდენიმე ქალაქში საჯარო სკოლების
სპორტის მასწავლებლებისათვის სემინარები
ჩატარდება. მიღებული ცოდნა მათ გაკვეთილებზე ხელბურთის თამაშის
გამარტივებული წესებით
სწავლებაში დაეხმარებათ.
სემინარს საერთაშორისო
ექსპერტი ხელბურთში, პრაღის უნივერსიტეტის
პროფესორი ფრანტიშეკ ტაბორსკი განახორციელებს.
კომისია,
რომელიც შეისწავლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა
საქმეებს კვლავ მუშაობს და განიხილავს ამ დროისთვის შემოსულ მომართვებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურის საჯარო სკოლა მოინახულა
და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. მინისტრი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც
შეხვდა და მათ მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე დაინტერესდა
სკოლის მდგომარეობით და არსებული პრობლემებით.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის
უწყებათაშორისი
კომისიის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის განცხადებით,
ერთიანმა ნაციონალურმა
მოძრაობამ კომისიას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ
მიაწოდა, რომელიც მათ
ნაძალადევის რაიონში, შუალედურ არჩევნებზე საუბნო კომისიების დაკომპლექტების
თვალსაზრისით ექმნებოდათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ტერიტორიული
ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების
მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
დაადგინა.
ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის ცენტრმა (Language Policy Unit), რომელიც ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში პლურილინგვური (მრავალენოვანი) განათლების ხელშესაწყობად მრავალ აქტივობას ახორციელებს, 2012-2013 წლებში წევრი ქვეყნების დაწყებითი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი ჩაატარა.
2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო
საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია
გაიმართა.
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროში
პროფესიული
განათლების
ახალი
სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის
პროექტის
განხილვა მიმდინარეობს. დღეს, სამუშაო
შეხვედრა 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წარმომადგენლებთან გაიმართა.
საქართველოს მასშტაბით სტიქიამ 20 საჯარო სკოლა დააზიანა. სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები. სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დღეს დილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ქარის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო.
ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა სახელწოდებით - “ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის”. პუბლიკაცია მოიცავს: ბავშვის სამუშაო რვეულსა და ალბომს, ასევე, აღმზრდელის მეთოდურ სახელმძღვანელოს დამხმარე აუდიომასალით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა.