საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის დღისადმი მიძღვნილი ფორუმისა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო
მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გურამ
თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი,
კრიმინალისტიკისა და ტელე-რადიო ლაბორატორიები გახსნა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო
სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. მ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და
შეფასების ცენტრის
დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე მყოფმა მოსწავლეებმა ყველა საგანში
საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი
გამოავლინა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა
სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების
მცდელობას.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’
სწავლების ახალი ცენტრი გახსნეს. ცენტრში მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ ლიფტების
ელექტრომექანიკოსის პროფესიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ ინკლუზიური სწავლების ათი წარმატებული და გამორჩეული პედაგოგი
დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები წლების განმვალობაში ეფექტურად მუშაობდნენ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს მოზარდი პაციენტების გარდა ნებისმიერ სხვა ბავშვს მოხმარდება. მანდატურები მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ მოზარდებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
კოკა სეფერთელაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის
სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედა გამართა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 317 წვევამდელმა, საზეიმო
ვითარებაში სამხედრო და სახელმწიფი დაცვის სპეციალური სამსახურის
მოსამსახურის ფიცი დადო. საგაზაფხულო წვევამდელებს შორის იყვნენ საგურამოს, თბილისისა და ბათუმის
ბავშვთა სახლებიდან შერჩეული რამდენიმე ბენეფიციარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე
ქურდაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს
ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი
კვირეულის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ეწვივნენ
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება.
ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ახალი
ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ
კურსდამთავრებულთა ათეულს შეხვდა, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე ყველა
საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მინისტრმა მათ პირველი დიდი წარმატება
მიულოცა და ისინი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენციის მუშაობაში მიიღო
მონაწილეობა.