განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული
სწავლების ცენტრ ”სპექტრში” ახალი სადურგლო საწარმო გახსნა და ავეჯის
დამამზადებელი დანადგარის (წნეხის) გამოყენებით, პირველი პროდუქციის -
ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი ლამინატის გამოშვებას დაესწრო.
თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლაში სამოცი წლის
იუბელე გაიამრთა. სკოლა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას
”ალუმნაის” პროგრამასთან დაკავშირებით და სკოლის წარმატებული
კურსდამთავრებულების კლუბი დააფუძნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროს არ დაუშვას სკოლის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.
ქუთაისის №17
საჯარო სკოლაში 2010 წლის 19 აპრილს ჩატარდა
კონკურსის "The Best Linguist” მესამე დასკვნითი ტური, რომელშიც
მონაწილეობა 56-მა კონკურსანტმა
მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი
უწყებათა პირველმა პირებმა დიმიტრი
შაშკინმა და გიორგი ტუღუშმა მოაწერეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. თელავის მე-9
საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ენდოკრინოლოგიური ცენტრის -”ჯანმრთელი
ცხოვრების” ხელმძღვანელმა ელენე გიორგაძემ მოსწავლეებს ფარისებრი
ჯირკვლის უფასო ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარა და მოსწავლეთა მშობლებს
შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის
№1103 ბრძანებით 2006 წლის
28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა
ცვლილება ნიშნის გამოყვანის წესთან დაკავშირებით.
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში მხიარულთა და საზრიანთა
გუნდებს
შორის თბილისის სასკოლო ჩემპიონატი გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მცხეთის
მეორე
საჯარო სკოლაში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტის გახსნას
დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა თბილისის
საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საერთაშორისო
ექსპერტმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა სამინისტროში
გამართულ შეხვდრაზე დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში
განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის შვიდ
საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ და თავიანთი
მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. ეს
სკოლებია: 1 ექსპერიმენტული, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე, 117-ე.