საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და კონკურსში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს პრიზები გადასცა.
თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები და სასწავლო პროცესში შესაბამისი კომპონენტების გაძლიერება ხელს უწყობს მოზარდებში წერითი, სააზროვნო, სოციალური, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
2026 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი – მარიამ შარაშენიძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლა. მასწავლებელი – მაკა ცხვარაძე;
II ადგილი – ერეკლე ბეჟუაშვილი, ერეკლე მეორის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლა. მასწავლებელი – ნინო ლაფაური;
III ადგილი – ნინო ხუბეჯაშვილი, თბილისის N90 საჯარო სკოლა. მასწავლებელი – ნინო ომსარაშვილი.
გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ფულადი ჯილდო და გამომცემლობების „დიოგენესა" და „საქართველოს მაცნეს“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურსის ფარგლებში შერჩეული 10 საუკეთესო თხზულების ავტორი მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ფილოლოგიის დოქტორისა და მასწავლებლის, გია მურღულიას ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეებისთვის იმართება. მისი მთავარი მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა.
კონკურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლისა და წიგნიერების მიმართ ინტერესის ამაღლებას, ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.