საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში სამეცნიერო ფესტივალს დაესწრო.
ფესტივალზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი კვლევითი ნამუშევრები, ინოვაციური იდეები და პრაქტიკული პროექტები წარმოადგინეს.
ლევან ღირსიაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და მეცნიერებისადმი ინტერესის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტები მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარისა და შემოქმედებითი მიდგომების განვითარებაში ეხმარება, რაც თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამეცნიერო ფესტივალის მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი კულტურისა და მეცნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება.