ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2026“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, გავაძლიეროთ ახალგაზრდების ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდნენ სიახლეების ავტორები, შემქმნელები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სტუდენტური ფესტივალი, რომელიც ჩვენს ტრადიციად იქცა.
„სტუდფესტი“ არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს როგორც მონაწილეთა რაოდენობის, ისე გეოგრაფიული დაფარვისა და აქტივობების მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და დამტკიცდა ახალგაზრდული სახელმწიფო სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა. პარალელურად კი მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ახალგაზრდობის ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც 2027 წლიდან განსაზღვრავს ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების ახალ ეტაპს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა გამარჯვებულ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.
„სტუდფესტი 2026-ის“ გამარჯვებულის ჯილდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
2026 წელს ფესტივალში 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, ხოლო 582 სტუდენტი გამარჯვებულად დასახელდა. ჩატარდა 45 საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტურნირი თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
„სტუდფესტი 2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. ფესტივალი თბილისის მერიის, რუსთავის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.