საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.
მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.
