სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით
განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება
11 ოქტომბრიდან და დასრულდება 25 ოქტომბერს ჩათვლით
ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/login
გთხოვთ, გაეცნოთ:
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი კატეგორიების მიხედვით:
1. სტუდენტებმა რომლებიც არიან:
1.1 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი;
1.2 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა ან 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი;
1.3 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი.
2. სტუდენტები რომლებიც არიან:
2.1 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვალების თაობაზე.
2.2 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებმა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომ სამხედრო მოსამსახურე (სტუდენტი) არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მქონე;
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი.
2.3 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების შვილებმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე;
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2), ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურე არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირი.
3. სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების თაობაზე.
4. სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
- სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4 ან №IV-50/2),
ან
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
5. სტუდენტების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, კატეგორიისადმი კუთვნილება დასტურდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე.