ევროპული ჩარჩოს შესაბამისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტი შემუშავდა
31.12.2014
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 358-ე და 361-ე მუხლების თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს განათლების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXXII დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. მათ შორისაა ევროკავშირის დოკუმენტები, რომლებიც შეეხება კვალიფიკაციებსა და ხარისხის უზრუნველყოფას.
2014 წელს (ივნისი-დეკემბერი) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის’’ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს შესაბამისი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის შემუშავებას.