პროგრამის მიზანი - სრული ზოგადი განათლების და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში 2015-2016 სასწავლო წელს ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო გრიფირებული სახელძღვანელოებით უზრუნველყოფილნი იქნებიან:
ა) საქართველოს ქართულენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეები;
ბ) საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების I-VI კლასის მოსწავლეები;
გ) ქართულენოვანი კერძო სკოლების/სექტორების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი იმ ოჯახების წევრი მოსწავლეები და არაქართულენოვანი კერძო სკოლების/სექტორების იმ ოჯახების I-VI კლასის მოსწავლეები, რომელთა ოჯახებისთვისაც სპეციალური ფორმის განაცხადის შევსების შედეგად, დადგენილი წესით შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით მინიჭებული ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 001-ზე;
დ) ქართულენოვანი კერძო სკოლების/სექტორების მოსწავლეები და არაქართულენოვანი კერძო სკოლების/სექტორების I-VI კლასის მოსწავლეები, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები.
ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (რომელთაც სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ ვალდებულება პრივატიზებულ ქონებაში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეების უსასყიდლოდ სწავლის უზრუნველყოფის შესახებ) მოსწავლეები, რომლებიც პრივატიზებამდე სწავლობდნენ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) ახალგორის მუნიციპალიტეტის და გალის რაიონის (ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლა) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე.
ასევე, 2015-2016 სასწავლო წელს ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფილნი იქნებიან:
ა) საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების VII-XII კლასის მოსწავლეები;
ბ) არაქართულენოვანი კერძო სკოლების/სექტორების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი იმ ოჯახების წევრი VII-XII კლასის მოსწავლეები, რომელთა ოჯახებისთვისაც სპეციალური ფორმის განაცხადის შევსების შედეგად, დადგენილი წესით შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით მინიჭებული ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 001-ზე;
გ) არაქართულენოვანი კერძო სკოლების/სექტორების VII-XII კლასის მოსწავლეები, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები;
დ) საჯარო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული გერმანული ენისა და ფრანგული ენის სახელმძღვანელოებით.