ინკლუზიური განათლების მონიტორინგის განხორცილების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ორგანიზაცია „დეა“-მ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო და მონიტორინგის განახლებული ინსტრუმენტები/კითხვარი წარმოადგინა.
კვლევა ეთნიკური უმცირესობით დასახლებული საქართველოს 5 რეგიონში - თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი და კახეთში არსებული 6 საჯარო სკოლაში განხორციელდა და მიზანს საჯარო სკოლებში ინკლუზიური კულტურის ხარისხის გაზომვა და ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავება წარმოადგენს.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს კვლევის შედეგებისა და შემუშავებული მონიტორინგის სამუშაო ვერსიის ირგვლივ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.