გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადაა - გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე კალენდარული დღე - 22 ივნისი.
გრიფირების წესის შესაბამისად, საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია, გრიფის მინიჭების შემთხვევაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდის წარმოდგენის მომენტისთვის მასზე განთავსებული უნდა იყოს მასწავლებლის წიგნის ელექტრონული ვერსია სრულად.