17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2009-04-22
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინე ქურდაძემ 198-ე საჯარო სკოლაში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნა
198-ე საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ. მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილები აქამდე სკოლის ეზოში განთავსებულ სპორტულ მოედანზე უტარდებოდათ. სკოლის სპორტული დარბაზი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მშობელთა ხიდის” ძალისხმევითა და იაპონიის საელჩოს დაფინანსებით გარემონტდა, აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, სპეციალური ტრენაჟორები კი სკოლამ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად მიიღო.

ვრცლად>>>
2009-04-14
ქართული ენის დღე
14 აპრილს, ”ქართული ენის დღის” აღსანიშნავად, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ”დედა ენის” პირველ გამოცემები, წიგნის საბეჭდი კლიშეები, რენე შმერლინგის მიერ საუკუნის დასაწყისში შექმნილი ილუსტრაციები და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერების ორიგინალები გამოფინა.

ექსპოზიცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმს ნიკა გვარამიამ ...
ვრცლად>>>
2009-04-08
მინისტრმა გორის რ-ნის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
ნიკა გვარამიამ სოფელ ერგნეთში სკოლა საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან ირაკლი გილაურთან ერთად გახსნა. 2007 წელს ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლას მეგაპროგრამა ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, გაკეთდა გათბობის სისტემა. სკოლა აღჭურვილი იყო სასკოლო ინვენტარითა და კომპიუტერებით.

ერგნეთის საჯარო სკოლა რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 300 ...
ვრცლად>>>
2009-04-07
2009 წლის 7 აპრილს გალერეა ”უნივერსში” ნიკა გვარამიამ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო კვირეულში გამარჯვებული 20 სკოლა ლეპტოპებით და პროექტორებით დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო კვირეულში (18-25 თებერვლი) ყველა საჯარო თუ კერძო სკოლა მონაწილეობდა. ამათგან საუკეთესო და ყველაზე აქტიური სკოლები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც შედიოდნენ ლიტერატორები, ისტორიკოსები, მწერლები.

საუკეთესო სკოლებს შორის არიან: თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის, აფხაზეთის №12, ტყიბულის №6, გორის №10 და გორის რაიონის სოფელ ნაჭარმაგევის, ხაშურის №8, ხობის №1, ბოლნისის ...
ვრცლად>>>
2009-04-06
მინისტრი ნიკა გვარამია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის გამართულ კონკურსს დაესწრო
6 აპრილს №24 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის ინიციატივით, კონკურსი ”ვწერ თავისუფალ თემას” მოეწყო. ეს კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება და წელს პარტნიორი სკოლების კავშირის ეგიდით იმართება.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით გამორჩეულმა X-XII კლასების 300-მდე მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და დედაქალაქის სკოლებიდან.
ვრცლად>>>
2009-04-06
მინისტრი გლდანი-ნაძალადევის რაიონის 300-მდე პედაგოგს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დედაქალაქის მასშტაბით, რიგით მეხუთე შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგებთან გაიმართა, ამ ეტაპზე დასრულა ნიკა გვარამიას საანგარიშო შეხვედრების ციკლი თბილისის პედაგოგებთან.

300-მდე პედაგოგთან შეხვედრა მე-9 საჯარო სკოლაში შედგა და იგი ჩვეულ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნიკა გვარამიამ ...
ვრცლად>>>
2009-03-30
28-29 მარტს თბილისსა და ყველა რაიონულ ცენტრში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, შესარჩევი ტური ჩატარდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე თბილისის სკოლებში განთავსებულ რამდენიმე ცენტრს ეწვივნენ და ოლიმპიადის პირველი ტურის მიმდინარეობას დააკვირდნენ.

სასწავლო ოლიმპიადას გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილი უპრეცენდენტო რაოდენობის ...
ვრცლად>>>
2009-03-23
ბ-ნი ნიკა გვარამია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა
2009 წლის 21 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 200-მდე პედაგოგს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში შეხვდა.

"ჩვენ ამ შეხვედრების შედეგად არა მხოლოდ ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე, არამედ ვსახავთ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს, კიდევ უფრო მთავარი ისაა, რომ რამდენიმე პრობლემა უკვე გადავწყვიტეთ", - აღნიშნა მინისტრმა.

ვრცლად>>>
2009-03-17
კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელები ევროპის სამეცნიერო ქსელ GÉANT-ში გაერთიანდება
2009 წლის 17 მარტს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ”შავი ზღვის ურთიერთკავშირის” (BSI) ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელის შექმნას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მის დაკავშირებას ევროპულ სამეცნიერო ქსელ GÉANT2- თან.

BSI-პროექტი კავკასიის რეგიონზეა ფოკუსირებული. ქსელი ერთმანეთთან დააკავშირებს ...
ვრცლად>>>
2009-03-11
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეების მაგისტრატურაში სწავლებას სრულად დააფინანსებს
სამაგისტრო გრანტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ა.წ. თებერვლის ბოლოს მიიღო. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 500 000 ლარია გათვალისწინებული.

გრანტები გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებმაც სხვადასხვა სპეციალობებზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლის უფლება უცხო ქვეყნის მაღალრეიტინგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს. დაფინანსება მოიცავს შემდეგ სპეციალობებს: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009