17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2009-10-21
”სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” შემაჯამებელი კონფერენცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, 21 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, შოთა
ვრცლად>>>
2009-10-20
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”
ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვის მიზნით დაიწყო  ქართული ენის მოდელირება და მასზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების შექმნა
ვრცლად>>>
2009-10-19
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ყვარლის რაიონში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა და წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა
ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის რეაბილიტირებულ №2 საჯარო სკოლას 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „იაკობ გოგებაშვილი“ ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, სრული რეაბილიტაცია  ჩაუტარდა, რაზეც  133 000 ლარი დაიხარჯა.

19 ოქტომბერს ახალსოფლის რეაბილიტირებული №2 სკოლის გახსნის ცერემონიალში  ქ-ნ ირინე ქურდაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს  ამ სკოლის კურსდამთავრებულმა ...
ვრცლად>>>
2009-10-17
მოსწავლეთა შორის ჭადრაკის პირველმა ჩემპიონატმა მთელი საქართველო მოიცვა
17 ოქტომბერს, ეროვნულ ბანკის შენობაში,  ჭადრაკში მოსწავლეთა შორის საქართველოს  პირველი  ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდა.  

I ადგილი - ქუთაისის №21  საჯარო სკოლა; II ადგილი - თბილისის  №25  საჯარო სკოლა; III ადგილი - გორის  №2  საჯარო სკოლა;
გამარჯვებულ ...
ვრცლად>>>
2009-10-16
პროფესიული განათლების მხარდაჭერის ესტონურ-ქართული პროექტის შემაჯამებელი სემინარი გაიმართა
სემინარზე, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისი მერიოტში შედგა წარმოდგენილი იქნა პროექტის ”პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში - თანამედროვე სწავლება და მართვა” შედეგები.

ესტონეთის განათლებისა და კვლევების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლობის პროექტი 2007 წელს დაწყო და მისი მიმდინარეობის პერიოდში სამინისტროების გარდა მასში აქტიურად იყვნენ ჩართული ...
ვრცლად>>>
2009-10-02
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი სოფელ წეროვანის ახლადაშენებულ სკოლას ეწვევნენ
სკოლაში რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით გადაადგილებული 1 000-მდე მოსწავლე სწავლობს,  აქედან 75 პირველკლასელია. სამინისტროს მიერ წეროვანის სკოლა ახალი მერხებით, 40 პერსონალური კომპიუტერით და უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვა.

ახალი სასწავლო წლისთვის სულ  67 500 ცალი ინდივიდუალური სასკოლო მერხისა და სკამის კომპლექტის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერში ლიტვურმა ...
ვრცლად>>>
2009-09-27
გვახსოვდეს აფხაზეთი!
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირების დროს დაღუპულთა ხსოვნას თბილისის 183-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს, ”გმირთა მემორიალი” ყავილებით  შეამკეს, წაიკითხეს აფხაზი თანატოლებისადმი მიწერილი ბარათები და მათ მეგობრობისკენ მოუწოდეს.

ორშაბათს, 28 სექტემბერს, საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში ამ ტრაგიკულ თარიღს ღია გაკვეთილები და სხვადასხვა ღონისძიებები მიეძღვნა.
ვრცლად>>>
2009-09-25
საქართველოში სახელობო განათლებისა და მომზადების შუალედური 2009-2012 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია
25 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელობო განათლებისა და მომზადების შუალედური 2009-2012 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

სახელობო განათლებისა და მომზადების სტრატეგია ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა და მის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების სფეროს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.

პროფესიული განათლება, რომელსაც ახალი ტიპის პროფესიული სწავლების ცენტრები იძლევიან, არის ის ინსტრუმენტი, ...
ვრცლად>>>
2009-09-23
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ქ. ზუგდიდში მე-10 საჯარო სკოლის წარმატებული უფროსკლასელები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა
ნიკა გვარამიამ ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის 3 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთაც წარმატებით დაამთავრეს საბაზო საფეხური, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში პორტატული კომპიუტერები გადასცა და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა 30 საუკეთესო სკოლას შორის მე–18 ადგილზე გავიდა და 4000 ...
ვრცლად>>>
2009-09-16
ნიკა გვარამიამ ქ. ქუთაისში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებული კორპუსი გახსნა და ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა
ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია  ”საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა, რაზეც 700 000 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტაციის შედეგად   უახლესი ტექნიკით აღიჭურვა საკონფერენციო აუდიტორია, ინტერნეტ-ლაბორატორია, ზოოლოგიური მუზეუმი, 2 სამკითხველო დარბაზი. კეთილმოეწყო  უნივერსიტეტის  მიმდებარე ტერიტორია.

უნივერსიტეტში ამჟამად 8 ფაკულტეტზე 6 ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009