17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ახალი ამბები
2008-10-01
რუსთაველის ფონდმა სამეცნიერო კონკურსზე სტიპენდიები გამოაცხადა
2008 წლის 1 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რუსთაველის ფონდის დირექტორმა თინათინ ბოჭორიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის თემაც იყო მეცნიერთა ხელშეწყობის კონკურსის გამოცხადება. ბრიფინგს ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე.

კონკურსი გამოცხადდა ორი სახის სტიპენდიის მოსაპოვებლად:

შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია მეცნიერთათვის; ...
ვრცლად>>>
2008-09-30
წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
2008 წლის 30 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის 160 მოსწავლემ ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებული სკოლაში დაიწყო.

სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ტუღუში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, წალენჯიხის რაიონის გამგებელი გიორგი მებონია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა, ...
ვრცლად>>>
2008-09-30
ევროპის ჩემპიონებს ჭადრაკში პორტატული კომპიუტერები გადაეცათ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა 2008 წლის 14 – 25 სექტემბერს, მონტენეგროს ქალაქ ჰერცოგ ნოვში გამართულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ჭადრაკში გამარჯვებულ მერი არაბიძესთან. მერი სამტრედიის №3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. იგი თბილისის №122 საჯარო სკოლის მე-10 კლასელ ნაზი პაიკიძესთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ...
ვრცლად>>>
2008-09-29
ქუთაისში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
  2008 წლის 29 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქუთაისში №41 საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო, რომელსაც წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ღონისძიებას დაესწრნენ იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე, ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია, მოწვეული სტუმრები.

ქუთაისის №41 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ...
ვრცლად>>>
2008-09-28
მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ნიუ-იორკში ჰარიმანის უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ლექტორები, პროფესორები და სტუდენტები, ასევე ქართველი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ კოლუმბიის უნივერსიტეტში, იქ მოღვაწე ჟურნალისტები და სხვა სპეციალობის ...
ვრცლად>>>
2008-09-26
მინისტრი აჭარის რეგიონში
26 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია ხელვაჩაურის რაიონს ეწვია. ამ დღეს ბატონმა გიორგი ნოდიამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ბატონ მათე ტაკიძესთან ერთად სოფელ კახაბრის და სოფელ ახალსოფლის სკოლები გახსნა. ამ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აჭარის მთავრობის დაფინანსებით 2008 წელს განხორციელდა. სკოლების გახსნის ცერემონიალში საქართველოს განათლებისა და ...
ვრცლად>>>
2008-09-26
მინისტრის ვიზიტები უცხოეთში
2008 წლის 7-10 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბელგიასა (ქ.ბრიუსელი) და შვედეთში (ქ. სტოკჰოლმი). ქ. ბრიუსელში მოეწყო CEPS -ში (Center for European Policy Studies) შეხვედრა- ”Exceptional meeting on Georgia”, რომელსაც ესწრებოდა 150-მდე პოლიტოლოგი, ექსპერტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საქართველოს დელეგაციის მხრიდან ...
ვრცლად>>>
2008-09-25
მარტვილში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
მარტვილის №2 საჯარო სკოლას 2008 წელს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი- საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 480 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა.

სკოლა 25 სექტემბერს გაიხსნა. ამ დღეს მთელი საქართველო დიდ რელიგიურ დღესასწაულს ჭყონდიდობას აღნიშნავდა. აქედან ...
ვრცლად>>>
2008-09-25
მინისტრი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ პედაგოგებს შეხვდა.
2008 წლის 25 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, ახალგორისა და კოდორის ხეობის დევნილ 350- მდე პედაგოგს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრი სოსო ცოტნიაშვილი, აფხაზეთის განათლების მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა ...
ვრცლად>>>
2008-09-24
ბორჯომში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილემ ბატონმა პაპუნა ხაჩიძემ ბორჯომის №1 საჯარო სკოლა გახსნეს. 2008 წელს სკოლას პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 425 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა. ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009