17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ახალი ამბები
2009-03-09
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს.
2009 წლის 7 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია ისანი-სამგორის რაიონის 300-მდე პედაგოგს თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში შეხვდა.

"ჩვენ ვისაუბრებთ იმ საჭირბოროტო პრობლემებზე, რომლებიც აქვთ პედაგოგებს და რომლებიც უნდა აისახოს განათლების სამინისტროს მუშაობაში, რეფორმა კიდევ უფრო მეტად უნდა გამყარდეს, ამისათვის ჩვენ გვჭირდება პედაგოგების აზრი, ...
ვრცლად>>>
2009-03-06
ინკლუზიური განათლება თბილისის შემდეგ, საქართველოს ათი რეგიონის საჯარო სკოლებში დაინერგება
2009 წლის 6 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯონ ემგრერგმა ხელი მოაწერეს პროექტს ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 10 რეგიონის  საჯარო სკოლებში”. 

სამწლიანი (2009-2011) პროექტი, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და ორგანიზაციის ”გადავარჩინოთ ბავშვები” მხარდაჭერით განხორციელდება.
ვრცლად>>>
2009-03-06
მინისტრის პირველი მოადგილე ანა ჟვანია საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, სასტუმრო Courtyard Marriot-ში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა თემაზე “ბიზნესი და პროფესიული განათლება”. კონფერენცია ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პროექტის ”უნარები სამუშაოსთვის” (Skills@Work) ფარგლებში. კონფერენციაზე განსახილველი მთავარი საკითხები იყო: რატომ სურთ ამჟამად დამსაქმებლებს თანამშრომლობა განათლების სფეროსთან: გამოწვევები, პოლიტიკა და სტრატეგიები, საქართველოს მთავრობის ინტერესი დამსაქმებლების პროფესიულ განათლებაში ჩართვისადმი, დამსაქმებლებთან ურთიერთობის დამყარება ...
ვრცლად>>>
2009-03-05
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვისათვის პროექტი “ინკლუზიური განათლების ელჩები” განხორციელდა
2009 წლის 5 მარტს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” პროექტის “ინკლუზიური განათლების ელჩები” დახურვის ცერემონია გაიმართა. პროექტი კავშირმა ” მშობელთა ხიდმა” განახორციელა, ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (Save the Children), “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” და ”ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს: (USAID) ხელშეწყობით. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების მომზადებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სასწავლო ...
ვრცლად>>>
2009-03-05
ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდებზე
აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრანტებს ამიერიდან სახელმწიფო დააფინანსებს მაგისტრატურაში ჩასარიცხად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და გამოცდა სპეციალობაში. სპეციალობის გამოცდას განსაზღვრავს და ატარებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიერ, სადაც სწავლის გაგრძელება სურს მაგისტრანტობის კანდიდატს.

საერთო სამაგისტრო გამოცდას ატარებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

გამოცდის შედეგების მიხედვით მაგისტრანტისთვის გაიცემა სახელმწიფო ...
ვრცლად>>>
2009-03-02
მინისტრი ვაკე-საბურთალოს რაიონის პედაგოგებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ თბილისის №189-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა დაათვალიერა და შემდეგ ვაკე-საბურთალოს რაიონის 300-მდე პედაგოგს შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. მინისტრი ყურადღებით ისმენდა მასწავლებელთა შეკითხვებს სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების, ინტეგრირებული სწავლების, მასწავლებელთა სერტიფიცირების, სკოლების რეაბილიტაციის, ხელფასებისა და სხვა ...
ვრცლად>>>
2009-02-27
”გახდი ოლიმპიელი!”
2009 წლის 27 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა. ამიერიდან მოსწავლეთა სასკოლო  ოლიმპიადები 8 საგანსა და 5 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და ის უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ინიციატივით, სასკოლო  ოლიმპიადები ყოველწლიურად ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ...
ვრცლად>>>
2009-02-25
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას ინიციატივით საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის თემას საგანმანათლებლო კვირეული და ლიტერატურული აქცია მიეძღვნა
კვირეულის ფარგლებში, 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში წითელი არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით მოეწყო სასკოლო ღონისძიებები: გამოფენები, დისკუსიები, ლიტერატურული აქციები, ღია გაკვეთილები და სხვ. ამას გარდა, ისტორიკოსებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ისტორიის პედაგოგებმა, საზოგადო მოღვაწეებმა ღია გაკვეთილები ჩაატარეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვრცლად>>>
2009-02-23
მინისტრის ვიზიტი შიდა ქართლის რეგიონში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან ირაკლი გილაურთან ერთად, გორის რ-ნის სოფელ დიცის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. სტუმრებმა შენობის პირველ სართულზე გამოფენილი, საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის თემაზე შექმნილი, მოსწავლეთა ნახატები დაათვალიერეს, შემდეგ საკლასო ოთახები და სასწავლო კაბინეტები მოინახულეს.

დიცის საჯარო სკოლა რუსების მიერ კონტროლირებადი ...
ვრცლად>>>
2009-02-21
ნიკა გვარამიამ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილ ბავშვთა ნახატების გამოფენა დაათვალიერა
21 თებერვალს, წითელი არმიის მიერ 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, თბილისის ყველა რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 150-მდე ნამუშევარი გამოიფინა. აკვარელისა და გუაშის საღებავებით  შექმნილ სურათებში ხიშტიანი ”სალდათები”, 20-ინი წელბის ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები და წითელი დროშები იყო ძირითადად წარმოდგენილი. ზოგიერთმა მოსწავლემ ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009