17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2009-09-15
15 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალური გრანტების შესახებ ბრიფინგი გამართა.
2009-2010 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის გამოყოფილია 1 073 000  ლარი. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგამანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა  გრანტის სრული ოდენობა.

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ვრცლად>>>
2009-09-14
სოფელ წეროვანის ახლადაშენებულ სკოლაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს პრეზიდენტმა მიულოცა
14 სექტემბერს საქართველოს   ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოსწავლეებს სოფელ  წეროვანის ახლადაშენებულ  სკოლაში  პირადად მიულოცა.
სოფელ წეროვანის საჯარო სკოლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, TBC ბანკის-ის TBC ფონდმა დონორების თანამონაწილეობით ააშენა.

ვრცლად>>>
2009-09-10
ნიკა გვარამიამ სოფელ ნიკორწმინდაში რეაბილიტირებული სკოლა მოინახულა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი -  საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში   ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც  50 000-მდე ლარი დაიხარჯა.

მინისტრი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი თოდუასთან ერთად ჩატარებულ ...
ვრცლად>>>
2009-09-08
საქართველოს მთავრობის დადგენილება N 149 2009 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი
2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
ვრცლად>>>
2009-09-02
კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ ახალი სკოლების არქიტექტურული პროექტების ექსპოზიცია გაიმართა
2009-2011 წლებში საქართველოში 22 ახალი სკოლა ახალი სამშენებლო სტანდარტებით სამცხე-ჯავახეთში,  გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში აშენდება. 2 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ 9 საჯარო სკოლის არქიტექტურული პროექტების  ექსპოზიცია მოეწყო.

ექსპოზიციაზე სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი იყო ...
ვრცლად>>>
2009-09-01
1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები კიდევ გაიზრდება
1 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა.

1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები, მასწავლებელთა სამუშაო სტაჟის, განათლების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით  მოიმატებს და საბაზო ხელფასი 220 ლარიდან 245 ლარამდე გაიზრდება, რაც მასწავლებელთა უმრავლესობისთვის რეალური ხელფასის 35-ლარიან ზრდას გამოიწვევს.    

მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც.  საბაზო ხელფასის გაზრდისა ...
ვრცლად>>>
2009-08-17
ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავაც გამარჯვებული დაბრუნდა
ეროვნული ნაკრების ოთხივე წევრმა - ცოტნე ტაბიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო ზურაბ კუციამ, ლევან ვარამაშვილმა და მარიამ კობიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქართულ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ქ-ნი ნათია ჯოხაძე დახვდა.

ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადა  ბულგარეთის ქ. პლოვდივში გაიმართა, ...
ვრცლად>>>
2009-08-16
საზაფხულო ბანაკების მონაწილე ყველაზე წარმატებული მოსწავლეები ლონდონში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაემგზავრნენ
ინგლისში ორკვირიან კურსებზე სწორედ ის მოსწავლეები ისწავლიან, რომლებმაც  საქართველოს საზაფხულო სკოლებში  (წყნეთი, ბაკურიანი, წყალტუბო) სწავლისას ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ინგლისური ენის კურსებს საზაფხულო ბანაკების მონაწილე 1 000 მოსწავლიდან ყველაზე წარმატებული 56 მოსწავლე გაივლის.

15 აგვისტოს გვიან ღამით ლონდონში მოსწავლეთა 18-კაციანი ...
ვრცლად>>>
2009-08-13
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა (ბრძანება №598) და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ (ბრძანება №593)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №598 ”ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანება №598
საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინსიტრის ბრძანება №593   საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის ...
ვრცლად>>>
2009-08-06
აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა
დოკუმენტს  ხელი  მოაწერეს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ფ. ტეფტმა.

შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავება; ერთობლივი სამეცნიერო პროექტების და კვლევების განხორციელება.

შეთანხმების ფარგლებში, ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი კონტაქტები გაღრმავდება; ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009