17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ახალი ამბები
2008-12-16
სამეცნიერო სიმპოზიუმი ”სულხან-საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი. ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება”
2008 წლის 16 დეკემბერს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში (თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 5) სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებული თემატური სამეცნიერო კონფერენცია ”სულხან-საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი. ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება”საზეიმოდ გაიხსნა. სამეცნიერო სესია ტარდება მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის ”ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” ფარგლებში.
ვრცლად>>>
2008-12-15
2008 წლის 15 დეკემბერს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ვანის რაიონის სოფელ სალხინოში განახლებული სკოლა გახსნა და პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი - ბეჟან ხურციძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლაშა კილაძე, რაიონის გამგებელი - ზურაბ გეგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ალექსანდრე მჟავანაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ივანე კორძაძე.

ვანის რაიონის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლას პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ...
ვრცლად>>>
2008-12-12
მინისტრის ვიზიტი მარნეულის რაიონში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ნიკა გვარამია რეგიონული და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა შაუმიანის №2 საჯარო სკოლას ეწვია.



მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის №2 საჯარო სკოლამ დიდი და პატარა ლიახვიდან, ქურთადან და ერედვიდან დევნილი 30 მოსწავლე და 9 პედაგოგი ...
ვრცლად>>>
2008-12-11
,,საბჭოეთის ისტორიას” საქართველოს ყველა სკოლაში გაეცნობიან
2008 წლის 11 დეკემბერს თბილისის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის დოკუმენტური ფილმის ”საბჭოეთის ისტორია” ჩვენება მოეწყო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და ამ ფილმის რეჟისორი ედვინს შნორე დაესწრნენ.

ფილმში ნაცისტებისა და საბჭოთა რეჟიმის ურთიერთანამშრომლობის აქამდე უცნობ დეტალებზეა მოთხრობილი. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა ...
ვრცლად>>>
2008-12-10
ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით, პერიოდული გამოცემებითა და ელექტრონული რესურსით აღიჭურვება.
ბიბლიოთეკებისათვის სამეცნიერო ლიტერატურისა და პერიოდული გამოცემების შეძენა 500 ათასი ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. კონკურსის შედეგად გრანტი ხუთმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო, მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომლის ბიბლითეკის გრანტის ოდენობა 85 118 ლარს შეადგენს.

სამეცნიერო ლიტერატურით, ...
ვრცლად>>>
2008-12-08
სამეწარმეო კონფერენციაზე 6 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა
8 დეკემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ-მარიოტში” სამეწარმეო კონფერენცია-კონკურსი გაიმართა, რომელიც ბიზნეს-პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ერთობლივად ჩაატარეს აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების (CRDF), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო (GNSF) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდებმა.

კონფერენციაზე მოწვეული იყო იმ თორმეტი სამეცნიერო პროექტის ავტორი, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი გადალახეს და 43 ნაშრომს შორის საუკეთესოებად დასახელდნენ. ...
ვრცლად>>>
2008-12-05
მინისტრის ვიზიტი ქარელში
2008 წლის 5 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ქარელის №1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინვენტარის გადაცემას დაესწრო. სკოლაში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული 18 მოსწავლე სწავლობს და იქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მოსწავლეებმა ახალ გარემოში თავი კომფორტულად იგრძნონ - სკოლა 80 ახალი მერხითა და ...
ვრცლად>>>
2008-12-01
სკოლებმა თავიანთი ინოვაციები ”სასკოლო გამოფენაზე” წარმოადგინეს. რეფორმის მიღწევები კი, სასკოლო კონფერენციაზე შეჯამდა
29 ნოემბერს ”ექსპოჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად, ”სასკოლო გამოფენა” ჩატარდა. გამოფენის მიზანი სკოლების მიერ შემოთავაზებული საინტერესო ინიციატივების გაცნობა და ამ სიახლეების დანერგვა იყო.

გამოფენაზე ექსპოზიციები (სიახლეები, კვლევები, მხატვრული ნამუშევრები და სხვ.) ...
ვრცლად>>>
2008-11-28
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესის პირველი ოფიციალური პანევროპული კონფერენცია გაიხსნა
2008 წლის 27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ბოლონიის პროცესის 2007-2009 წლების სამუშაო პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია უმაღლესი განათლების სისტემაში ეროვნული და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოების ურთიერთთავსებადობას მიეძღვნა. კონფერენციაში სულ 150- მდე ქართველმა და ევროპელმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.
ვრცლად>>>
2008-11-27
საქართველოში მასწავლებლის ეთიკის კოდექსი შემუშავდა
2008 წლის 27 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია სასტუმრო ” პრესტიჟში ” გამართულ ევროპულ სემინარს დაესწრო, რომელიც მასწავლებლის ეთიკის კოდექსის განხილვას მიეძღვნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ”განათლების რეფორმების კონტექსში ამ დოკუმენტის შემუშავება მნიშვნელოვანია, სასარგებლო იქნება კოდექსის დანერგვა სკოლებისთვისაც, რადგან ეს მათთვის თვითრეგულაციის ინსტრუმენტია” ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009