17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ახალი ამბები
2008-05-14
მინისტრის ვიზიტი რეგიონებში
14 მაისს ბატონი გიორგი ნოდია რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია. პირველად მინისტრი ჭიათურის №7 საჯარო სკოლაში მივიდა და წარჩინებული მოსწავლეები პრეზიდენტის საჩუქარით ”ჩემი პირველი კომპიუტერი” დააჯილდოვა.  ამავე სკოლას კლასგარეშე ლიტერატურისა და სპორტული ინვენტარის ახალი კომპლექტები გადაეცა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო   სკოლებისათვის   სპორტული ...
ვრცლად>>>
2008-05-14
მინისტრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
2008 წლის 13 მაისს ბატონი გიორგი ნოდია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალქალაქის რაიონის სოფელ ოკამის ახალაშენებულ №1 საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო და კლასგარეშე წიგნებისა და სპორტული ინვენტარის ახალი კომპლექტები გადასცა. ოკამის საჯარო სკოლა მეგაპროგრამა ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში აშენდა 2007 წელს. სკოლაში დამონტაჟებულია გათბობის ახალი სისტემა. შეტანილია ახალი ინვენტარი.
ვრცლად>>>
2008-05-14
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანალიზის თანამედროვე სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის გახსნა
14 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ქიმიის ფაკულტეტზე გაიხსნა ანალიზის თანამედროვე სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი, რომლისთვისაც უახლესი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შეძენა ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ აპარატურას საქართველოში ანალოგი არ აქვს. მისი ღირებულება 439 550 ლარია. ცენტრით ისარგებლებენ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, აგრეთვე ...
ვრცლად>>>
2008-05-14
მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
2008 წლის 13 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსი ჩიკვაიძე ქალაქ ბორჯომის №1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და ბორჯომის 30 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვეს, სკოლას კი 1 100 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარის ახალი კომპლექტი გადასცეს. ამის შემდეგ მინისტრის პირველმა მოადგილემ ბორჯომის რაიონის ...
ვრცლად>>>
2008-05-10
ვეტერანებთან შეხვედრა
2008 წლის 10 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ნოდიამ დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერან  პედაგოგებს სამინისტროში შეხვედრა გაუმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ჩაჩხიანი.

შეხვედრის თანაინიციატორი იყო ...
ვრცლად>>>
2008-05-10
პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურისა და ონის რაიონების წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრა
რაჭაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ბატონი ლადო გურგენიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ალექსი ჩიკვაიძე ქ. ამბროლაურის №2  და ქ. ონის სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლებს სტუმრობდნენ.  პრემიერ-მინისტრმა  ამბროლაურისა და  ონის რაიონების წარჩინებული 16 მოსწავლე, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში, პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. პორტატული კომპიუტერებით ჯილდოვდება ...
ვრცლად>>>
2008-05-09
ვიზიტი მარტვილის რაიონში
9 მაისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ჩიკვაიძე მარტვილის რაიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შორის იყო ქ. მარტვილის №1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებიის პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოება, ამ  რაიონის 150 პედაგოგთან შეხვედრა, ასევე, წაჩხურუს, სალხინოს და  დიდი ჭყონის №2 საჯარო  სკოლების მოინახულება. პედაგოგებთან შეხვედრა ...
ვრცლად>>>
2008-05-09
"ჩემი პირველი კომპიუტერი" -პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა
მიმდინარეობს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის  "ჩემი პირველი კომპიუტერი" განხორციელება. თბილისისა და რეგიონების  რამდენიმე სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს უკვე გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები.

 "ჩემი პირველი კომპიუტერით” ჯილდოვდებიან მიმდინარე სასწავლო წლის (2007-2008) მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც 2006-2007 სასწავლო წელს მიიღეს წლიური შეფასება 10.

პროგრამა ხორციელდება პრეზიდენტის 50-დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში და იგი წარმოადგენს განათლების კუთხით ...
ვრცლად>>>
2008-05-08
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია ”ფის ქორს” შორის მემორანდუმი დაიდო
მიმდინარე წლის 8 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ნოდიამ და ორგანიზაციის ”ფის ქორი” (მშვიდობის კორპუსი) დირექტორმა საქართველოში ქეთრინ საიფერმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი  ითვალისიწინებს ”ფის ქორის” მოხალისეების შერჩევას, ზედამხედველობას და მხარდაჭერას საქართველოში მეორადი განათლების/ ინგლისური ენის სწავლების პროგრამაში განაწილების მიზნით. 

ინგლისური ენის ...
ვრცლად>>>
2008-05-08
“მეცნიერება ბიზნესს”
ა.წ. 7 მაისს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მეცნიერებისა და ბიზნესმენების პირველი შეხვედრა, რომლის დევიზი იყო “მეცნიერება ბიზნესს”. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში სტენდებზე გაკრული იყო მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის  სხვადასხვა დარგებში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომლებსაც მრავალი ბიზნესმენი გაეცნო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის რექტორმა ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009