17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2008-11-25
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამა ”ირმის ნახტომის” 2009-2012 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა
პროგრამა ”ირმის ნახტომი” 2009-2012 წლებში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვას გააგრძელებს. პრეზენტაციას ესტონელი ექსპერტები დაესწრნენ.

პროგრამის ფარგლებში 2009-2012 წლებში:
საქართველოს ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა ერთი პორტატული კომპიუტერი და პროექტორი; საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ჩაერთვება ინტერნეტში; ...
ვრცლად>>>
2008-11-20
მინისტრის ვიზიტი თეთრიწყაროს რაიონში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი გიორგი ნოდია რეგიონული და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კოდას საჯარო სკოლას ეწვია.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდას საჯარო სკოლამ დიდი და პატარა ლიახვიდან, ქურთადან, ერედვიდან და კოდორიდან დევნილი 220 მოსწავლე მიიღო. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ...
ვრცლად>>>
2008-11-20
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის და ანაკლიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.

რაიონში მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების მხრიდან  ინტენსიური სროლა დაიწყო. ამის შედეგად, მოსახლეობა შეშინებულია, თავს არიდებს გადაადგილებას და საცხოვრებელი სახლებიდან  გამოსვლას. განმუხურის სკოლაში 260 მოსწავლე, ხოლო ანაკლიის სკოლაში 280 მოსწავლე ...
ვრცლად>>>
2008-11-19
ამბროლაურისა და სენაკის რაიონებში ახალი სკოლები გაიხსნა.
2008 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ნოდია ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარაში ახალი სკოლის გახსნას დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი - დავით გაგოშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ვრცლად>>>
2008-11-13
სკოლებში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად დანერგვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია ”MICROSOFT”-ს (აშშ) შორის მემორანდუმი გაფორმდა
აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2008 წლის 13 ნოემბერს შედგა.

სამინისტროსა და კორპორაცია ”MICROSOFT”-ს შორის, რომელიც წარმოადგენს ”MICROSOFT”-ის ნაწილს გლობალურ პროექტში ”პარტნიორობა სწავლებისათვის -საქართველო” გაფორმებული მემორანდუმის შედეგად საჯარო სკოლებში გაუმჯობესდება თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და გამოყენება სასწავლო პროცესში.
ვრცლად>>>
2008-11-12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ღია საზოგადოების ინსტიტუტი და საერთაშორისო განათლების ცენტრი 2009-2010 სასწავლო წლისათვის აცხადებს სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსს საქართველოს განათლების პროფესიონალთათვის
პროგრამა საქართველოს განათლების პროფესიონალებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე განმცხადებლებს შესაძლებლობას აძლევს მაგისტრის ხარისხი მიიღონ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მართვისა და პოლიტიკის მიმართულებით.

სტიპენდია ითვალისწინებს:
სწავლის გადასახადს; ყოველთვიურ სტიპენდიას (საცხოვრებლის, კვებისა და სხვა ხარჯების დასაფარავად); მგზავრობის ხარჯების დაფარვას; ...
ვრცლად>>>
2008-11-12
მინისტრის ვიზიტი მარნეულის რაიონში
მარნეულის რაიონის სოფელ ქესალოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ - TIKA (Turkish International Cooperation and Development Agency) ახალი სკოლის მშენებლობა განახორციელა. სკოლა ბატონმა გიორგი ნოდიამ და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა მუსტაფა საიდ იაზიჯიოღლუმ გახსნეს.

საპატიო სტუმრებმა მოსწავლეებს, სკოლის პედაგოგებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და ...
ვრცლად>>>
2008-11-11
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
2008 წლის 11 ნოემბერს თბილისის №10 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტის შემუშავებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ფედერაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები” გაუწია.

თავის მისასალმებელ სიტყვაში განათლებისა და მეცნიერების ...
ვრცლად>>>
2008-11-10
მცხეთის რაიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი განახლებული სკოლა გახსნა.
2008 წლის 10 ნოემბერს მცხეთის რაიონში ორი ახალი სკოლა გაიხსნა - ამიერიდან მისაქციელის სკოლის 500-ზე მეტი და მუხრანის სკოლის 700-მდე მოსწავლე სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში განაახლებენ.

მცხეთის რაიონის სოფლების მისაქციელისა და მუხრანის საჯარო სკოლებს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების ...
ვრცლად>>>
2008-11-08
ბატონმა გიორგი ნოდიამ კონფერენციის ”აქტიური თემი” მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა ”აქტიური თემი” ბრიტანულ ორგანიზაციასთან Childrens High Level Group თანამშრომლობით 2007 წლიდან ხორციელდება და მასში საქართველოს მასშტაბით 86 ბავშვთა პანსიონი და სააღმზრდელო დაწესებულება (43) და საჯარო სკოლაა (43) ჩართული.

პროგრამა მოსწავლეების ინფორმირებულ, საზრიან და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. პროგრამის შედეგად მყარდება თანამშრომლობა საჯარო სკოლებსა ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009