17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2009-02-20
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, საქართველოს 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, თბილისის №92 საჯარო სკოლაში ისტორიის გაკვეთილს დაესწრო.
2009 წლის 20 თებერვალს თბილისის 92-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ისტორიის ინტერაქტიული გაკვეთილი პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ ჩაუტარა. გაკვეთილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია დაესწრო.

გაკვეთილის თემა იყო: ”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი ომი: 25 თებერვალი, როგორც საქართველოს ოკუპაციის სიმბოლო”.
ვრცლად>>>
2009-02-19
2200-ზე მეტი საჯარო სკოლა და ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მაღალი ხარისხის ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი
19 თებერვალს, ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვაზე, ხელშეკრულება სამინისტროს, მაგთიკომსა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო შორის დაიდო.

2009 წლის განმავლობაში მაგთიკომი VPN ტექნოლოგიის გამოყენებით, უზრუნველყოფს ინტერნეტით 528 საჯარო სკოლისა და 72 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვას, ხოლო 2011 წლის სექტემბრამდე დაასრულებს ...
ვრცლად>>>
2009-02-18
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ორდღიანი კონფერენცია პროფესიულ განათლებას მიეძღვნა
17-18 თებერვალს სამინისტროში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. პროფესიული განათლების განვითარებას რამდენიმე პრეზენტაცია მიეძღვნა და განხილული იქნა შემდეგი თემები: ”საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების 2009-2013 წლების სტრატეგია”, ”პროფესიული განათლების სტრატეგია და ევროკომისიის სექტორული პოლიტიკის ხელშეწყობის პროგრამა”, ,,დამსაქმებლებზე ორიენტირებული პროფესიული განათლება”.

პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების ...
ვრცლად>>>
2009-02-16
2009 წლის 16 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
მინისტრის ნიკა გვარამიას ინიციატივით სკოლებსა და  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის თემას საგანმანათლებლო კვირეული და ლიტერატურული აქცია მიეძღვნება.

კვირეულის ფარგლებში, 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში საბჭოთა არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით მოეწყობა სასკოლო ღობისძიებები: გამოფენები, დისკუსიები, ლიტერატურული აქციები, ...
ვრცლად>>>
2009-02-15
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია ფილიპ ჯესაფის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული რაუნდების ფინალს დაესწრო
ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი გუნდი შეხვდა, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი სტუდენტებისგან იყო დაკომპლექტებული. მოსამართლე თინა ბურჯალიანმა, არგუმენტების, დასკვნებისა და მსჯელობის საფუძველზე გამარჯვებული გუნდი გამოალინა, რომელიც 22 მარტს, ვაშინგტონში  საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო საჯარო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესები გაეროს სასამართლოს სიმულაციას წარმოადგენს. შეჯიბრი ...
ვრცლად>>>
2009-02-14
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ თბილისის პედაგოგებთან შეხვედრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონიდან დაიწყო.
2009 წლის 14 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის 300-მდე პედაგოგს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ირაკლი თოდუა - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, სანდრო ჟურული - რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, სოფო გორგოძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი და სხვ.

ვრცლად>>>
2009-02-12
პროფესიული განათლება დასაქმებისთვის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადილე ანა ჟვანია, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი და USAID/Caucasus მისიის დირექტორის მოადგილე ჯოაკინ პარკერი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.

მეორე წელია უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული განათლების მიღება განახლებული პროგრამებით ხორციელდება. სტუმრები ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ...
ვრცლად>>>
2009-02-12
მინისტრის პირველი მოადგილე ანა ჟვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის ცერემონიას დაესწრო
2009 წლის 12 თებერვალს გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის 140 სკოლის ბიბლიოთეკას ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცა. ამ სახელმძღვანელოებით რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარებული და სოციალურად დაუცველი ბავშვები ისარგებლებენ.

სასკოლო წიგნების შესყიდვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუნისეფის, ორგანიზაცა “უოლდ ვიჟენ”-ის, ესტონეთის განათლების სამინისტროს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლიტვის ალმა ...
ვრცლად>>>
2009-02-02
მინისტრის ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში
2009 წლის 31 იანვარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.
ბ-ნმა ნიკა გვარამიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა მოინახულა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან ბ-ნ ზაზა გოროზიასთან ერთად ადგილზე გაეცნო აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.

...
ვრცლად>>>
2009-01-24
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ პედაგოგებთან შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დაიწყო
2009 წლის 24 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ვახტანგ ყიფშიძე - მცხეთის გამგებელი; სამინისტროს წარმომადგენლები: სოფო გორგოძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი, ირაკლი თოდუა - რეგიონული ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009