17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2008-10-20
სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა იწყება
სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ცნობილი მეცნიერები სკოლებში სამი თვის მანძილზე წაიკითხავენ. ინიციატივა ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამის ფარგლებში პირველად ხორციელდება და საქართველოს სამ რეგიონს მოიცავს.

ამ თემაზე 2008 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბ-ნი გიორგი ნოდიასა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის ქ-ნი ნათია ჯოხაძის ერთობლივი ბრიფინგი ...
ვრცლად>>>
2008-10-20
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე რეაბილიტირებულ №200-ე სკოლა-პანსიონს ეწვივნენ
2008 წლის 20 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ნოდიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსი ჩიკვაიძემ ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ეკატერინე ტუღუშთან და გლდანი- ნაძალადევის რესურს ცენტრის უფროსთან რუსუდან ჩხეტიასთან ერთად თბილისის №200-ე სკოლა-პანსიონი მოინახულეს. სკოლას წელს  პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: თანამედროვე სტანდარტების ...
ვრცლად>>>
2008-10-17
ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში
2008 წლის 17 ოქტომბერს განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ნოდიამ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფრიდონ თოდუამ სამეგრელოში რუსული ოკუპაციის შედეგად დაზიანებული სკოლები მოინახულეს. ღონისძიებებში მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია.

სტუმრები ზუგდიდის რაიონის სოფ. განმუხურის და წალენჯიხის რაიონის სოფლების ფახულანისა და წყოუშის საჯარო სკოლებს ეწვივნენ.
ვრცლად>>>
2008-10-16
მინისტრი ქარელის რ-ნში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონიმა გიორგი ნოდიამ ქარელის რ-ნის ე.წ. ბუფერული ზონის ორი რუისის №3 და სოფელ დვანის საჯარო სკოლა დაათვალიერა. ეს სკოლები ოკუპაციის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა.

რუისის №3 საჯარო სკოლის სახურავზე 25 სექტემბერს აუფეთქებელი ჭურვები იპოვეს, აუფეთქებელი ჭურვები მრავლად აღმოჩნდა სკოლის ...
ვრცლად>>>
2008-10-13
სოფელ ტყვიავში სასწავლო პროცესი განახლდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა გიორგი ნოდიამ ტვიავის საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება პირადად მიულოცა.

ტყვიავის საჯარო სკოლა მინისტრმა პირველად 11 ოქტომბერს მოინახულა, ამ დღეს მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლას ასუფთავებადნენ და სწავლის პროცესის დასაწყებად ემზადებოდნენ.  

რუსული ოკუპაციის გამო, გორის რ-ნის სოფ. ...
ვრცლად>>>
2008-10-13
მინისტრმა შიდა ქართლში, ე.წ. ბუფერულ ზონებში განლაგებული სკოლები მოინახულა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა გიორგი ნოდიამ შიდა ქართლის გუბერნატორთან ბატონ ლადო ვარძელაშვილთან, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ქალბატონ ეკატერინე ტუღუშთან და სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ბატონ ზოდიკო ფარქოსაძესთან ერთად კარალეთის, ტირძნისის, ტყვიავის, ერგნეთის, ზემო და ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლები დაათვალიერა.

ვრცლად>>>
2008-10-07
შეიქმნა მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით შეიქმნა, მასზე მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ განათლების ექსპერტები და მოქმედი პედაგოგები.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მოწვეულ სტუმრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა სოფო ...
ვრცლად>>>
2008-10-06
სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდებიან
2008 წლის 6 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ბრიფინგი გამართა, რომლის თემაც იყო სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება.

2008-2009 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აკრედიტირებულ უმაღლეს საგნმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტები დაფინანსდებიან შემდეგი მიმართულებებით:

ბოლო ...
ვრცლად>>>
2008-10-06
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2011 წლებისთვის
გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 

დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა _ ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული გეგმის მიზნების მისაღწევად. 

დროებითი დამხმარე კლასები – გულისხმობს მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისად დროებით შექმნილ დამხმარე კლასებს, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაძლიონ სწავლის პროცესში აღმოცენებული სირთულეები. მაგ. ჩამორჩენა გარკვეულ საგანში ...
ვრცლად>>>
2008-10-03
გორის უნივერსიტეტის, წნორისა და ახალქალაქის უმაღლესი სასწავლებლების ინსტრუქტორ-მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარეს
გორისუნივერსიტეტის, წნორისა და ახალქალაქის კოლეჯების სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების 39 ინსტრუქტორი და მასწავლებელი გადამზადდა ზოგად და სპეციალურ მეთოდოლოგიაში. აღნიშნული ტრენინგები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ იყო მომზადებული და ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეკრებილ ინსტრუქტორ-მასწავლებლებს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა ალექსი ჩიკვაიძემ გადასცა.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009