17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
2009-06-25
ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ”საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი(TWINNING) ” დაიწყო
25 ივნისს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა კონფერენცია თემაზე საჯარო სამსახურების დაძმობილების პირველი პროექტი საქართველოში: ”საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება ბოლონიის პროცესის რეფორმების განსახორციელებლად”.

კონფერენცია გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტირის მოადგილემ ბატონმა ნოდარ სურგულაძემ. ტვინინგის  მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს პროექტის გერმანელმა და ფრანგმა წარმომადგენლებმა.
ვრცლად>>>
2009-06-24
მინისტრის შეხვედრა ექპერტ-არქიტექტორებთან
24 ივნისს მინისტრი ნიკა გვარამია ექსპერტ-არქიტექტორების სპეციალურ  ჯგუფს შეხვდა და მათთან ერთად 2009-2011 წლებში ასაშენებელი სკოლების ახალი  სტანდარტები განიხილა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009-2011 წლებში საქართველოში 22 ახალი სკოლა ახალი სამშენებლო სტანდარტებით აშენდება და  უსაფრთხო გარემოზე ორიენტირებული იქნება, რაც გულისხმობს ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის მორგებას და ადაპტირებას სკოლის ...
ვრცლად>>>
2009-06-22
2009 წლის 22 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ქ. გორის №7 საჯარო სკოლის აღსადგენად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს
მემორანდუმის თანახმად, ”საქართველოს ბანკის” ”კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდის” მიერ ქ. გორის მე-7 საჯარო სკოლის აღდგენისთვის 404 000 ლარი დაიხარჯება და სრულად რეაბილიტირებული იქნება სკოლის ორი კორპუსი. აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის ოქტომბრისათვის დასრულდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ, საქართველოს ბანკის გენერალურმა ...
ვრცლად>>>
2009-06-19
19 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმა ნიკა გვარამიამ პროექტ ,,წიგნის მეგობრების” მონაწილეები სერთიფიკატები გადასცა
საპილოტე პროექტი ”წიგნის მეგობარი” თბილისის 4 სკოლაში ინერგება და მასში 300-მდე უმცროსკლასელია ჩართული.

პროექტის მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას.

პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს უკითხავენ ...
ვრცლად>>>
2009-06-19
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე არჩილ გაგნიძე მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირის - ”სკოლბურთი” ფინალურ შეხვედრებს დაესწრო
წელს ტურნირი ”სკოლბურთი” 21 აპრილს დაიწყო და უკვე ტრადიციულად ბათუმში დასრულდა. საფეხბურთო ტურნირი მოსწავლეთა შორის საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე წელია ტარდება. 2009 წელს სკოლბურთში 1500-ზე მეტი სკოლა და 8000-მდე მოსწავლე იყო ჩართული თბილისიდან, ქუთაისიდან, ონიდან, ბათუმიდან, ბოლნისიდან, ახალციხიდან, ხაშურიდან, მცხეთიდან, ...
ვრცლად>>>
2009-06-16
სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
29 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის გრანტის მფლობელი 55 ახალგაზრდა მეცნიერი და ივანე ბერიტაშვილისა და ილია ვეკუას სახელობის 15 სტიპენდიანტი დააჯილდოვა.

გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროგრამის ადმინისტრირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უკვე ...
ვრცლად>>>
2009-06-15
საქართველოში პროფესიულ განათლებაში ხარისხსა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა
15-16 ივნისს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში, საქართველოში პროფესიულ განათლებაში ხარისხსა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ თანამედროვე მიდგომებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემინარი ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების სფეროს, ევროპის განათლების ფონდისა და ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელთა და პროფესიული ...
ვრცლად>>>
2009-06-14
ნიკა გვარამიამ შავი ზღვის მეორე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
10 ივლისს ქ. ქობულეთში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი შავი ზღვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ,,საერთაშორისო კვლევები და საგანმანათლებლო სტანდარტები“ მიზანი იყო კვლევებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება და ინოვაციების დანერგვა. სწორედ შავი ზღვის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე გაჩნდა არაერთი ინიციატივა, რომელიც შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით ...
ვრცლად>>>
2009-06-13
კონფერენცია 161-ე სკოლაში
13 ვნისს თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია - ”საგანმანათლებლო ტრადიციები საქართველოში” - გაიმართა. კონფერენციაზე ამავე სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა საგანმანათლებლო თემებზე: საგანმანათლებლო კერები საქართველოში; ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მათი როლი სწავლებასა და განათლებასთან მიმართებაში; განათლების რეფორმის აუცილებლობა და მისი მიმდინარეობის ანალიზი; პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოს ...
ვრცლად>>>
2009-06-08
სამუშაო შეხვედრა ინკლუზიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით
2009 წლის 8 ივნისს სასტუმრო სიმპატიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ფსიქომეტრულმა და საკონსულტაციო ასოციაციამ ფონდის ღია საზოგადოება საქართველოს ხელშეწყობით მოაწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და პრობლემური ...
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16] > [17] > [18] > [19] > [20] > [21] > [22] > [23] > [24] > [25] > [26] > [27] > [28] > [29] > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] > [37] > [38] > [39] > [40]
test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009