16-22 სექტემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი. ფესტივალი ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის „მსოფლიო ტალანტების“ ერთობლივი პროექტია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.
31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბელარუსში იმყოფებოდა.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 6 სექტემბერს, ასტანაში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. “ასტანა არენაზე“ გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მას თურქ მსაჯთა ბრიგადა, მთავარი მსაჯის ჰალილ უმუთ მელერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ყაზახეთიდან დაბრუნების შემდეგ, 9 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები ლატვიის ნაკრებს თბილისში, “დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებული სამეფოს ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტთან და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორ ზაზა ფურცელაძესთან განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
საზოგადოებრივ კოლეჯში ,,სპექტრი’’ პროექტის ,,პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ბიზნეს სექტორისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მიღწეული შედეგები იქნა წარმოდგენილი.
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ის მეორე ეტაპზე მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი 4 სეტში - 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მე-16 ფინალში გავიდა. ამ გამარჯვებით ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა და 156 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.
წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმაბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა.
დასრულდა ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკს სულ 30 ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა.
ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამით იყო წარმოდგენილი.