Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
05/10/2017
მასწავლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა. პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული საქართველო ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარებ მარიამ ჯაშმა მიულოცეს.
05/10/2017

ქართულ-ესტონური თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მე-4 პროექტის ,,ესტონეთის მოწინავე პრაქტიკა საქართველოში, სახელობო განათლების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა".

05/10/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“, „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირისა“ და „სპორტულ კლუბ მორკინალი 2011“-ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად პედაგოგებს შორის სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა.

04/10/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან -15 ოქტომბრის ჩათვლით,  აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

03/10/2017

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

03/10/2017

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.

02/10/2017

მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსი  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებულებიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოთი და პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.

02/10/2017

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა -  ბათუმში „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა და მას 250-მდე უცხოელი დელეგატი ესწრება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების საკითხზე მომუშავე  ექსპერტები იღებენ.

29/09/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  მეწარმეობაში ტრენერთა ტრენინგი დასრულდა. 
29/09/2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატმოსფერული კვლევების საერთაშორისო სტანდარტების SMART AtmoSim ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე და აწარმოებს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს.
29/09/2017
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში განა­თ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია  „ინ­კ­ლუ­ზიური განათლება უმაღ­ლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ გაიმართა. 
29/09/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შს სამინისტროს  ერთობლივი პროექტის – „შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პროექტის მიზანი იყო შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება.
29/09/2017
ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა ახალ საგანში - „მე და საზოგადოება“. როგორც ცნობილია, ეს საგანი, ახალი 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში დაინერგება 2018-2019 სასწავლო წლიდან.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >