ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ გამოწვევებზე წარიმართა. ამ მიმართულებით იყო აზრთა თანხვედრა და შეთანხმება, რომ პრობლემის მოგვარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების კუთხით, სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კომიტეტთან.
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში, საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული პროექტები დადებითად შეფასდა და მასში პოზიტიური კუთხით არის საუბარი როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დუალური განათლების მიმართულებით გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დუალური განათლების მიმართულებით გერმანელ პარტნიორებს შეხვდა.
დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც დიდი ილია სწავლობდა, 20 ნოემბრის ჩათვლით გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში, 7 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომელთა შორის არიან მწერლები, პოლიტიკოსები და ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც შემდგომში სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ.
მიმდინარე წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებათა სიაშია - გადაწყვეტილება პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკური გიმნაზია საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს.
ღონისძიებების ციკლი გამოფენით „ჩვენ ილიასთან ისტორია გვაკავშირებს“ გაიხსნება, რომელიც თბილისის კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება და წარმოდგენილი იქნება სკოლის მუზეუმში დაცული ექსპონატები, უნიკალური ხელნაწერები და ილია ჭავჭავაძის პირადი მოხმარების ნივთები (მერხი, სკამი).