Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
18/09/2017

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისოფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

15/09/2017

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან  მიულოცა. ამავე დღეს, მინისტრი თბილისის 32–ე საჯარო სკოლას, კერძო „მწვანე სკოლას“ და იტალიურ სკოლას ეწვია. სკოლის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.

14/09/2017
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურს აცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
14/09/2017

გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

12/09/2017

პროფესიული განათლების მოდერნიზაციის პროცესში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ბათუმის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა  თემაზე „სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური მიდგომით სწავლება“.

11/09/2017
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი ფატიმა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.
09/09/2017

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

09/09/2017
9-10 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი მიმდინარეობს. წელს ფორუმში მონაწილეობას 200-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია იღებს და მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.
08/09/2017

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესთან ერთად, კავკასიის ფრანგულ სკოლას ეწვია.  მინისტრმა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის განახლება მიულოცა და შემდეგ, სასწავლო გარემოს გაეცნო.

08/09/2017

VII, VIII, IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში კიდევ ერთი ორგანიზაცია - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - ჩაერთვება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ექსპერტებთან ერთად,  სამოქალაქო განათლების სტანდარტზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.

07/09/2017
შეგახსენებთ რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ახალი პროგრამის - „სკოლებში შრომითი უნარების განვითარება“ ფარგლებში, საუკეთესო განაცხადების შერჩევის მიზნით, გამოცხადებულია კონკურსი.
06/09/2017

ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტებისა და ესტონელი ექსპერტების მიერ 15 საპილოტე სკოლის თანამშრომლებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები ჩატარდა.

04/09/2017

დღეს, საზეიმოდ გაიხსნა თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალი შენობა. სასკოლო კამპუსი 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.

03/09/2017
მოსწავლეთა მუსიკალური საზაფხულო ბანაკი საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს ბოლო, მე-7 ბანაკი ამოქმედდა ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.
02/09/2017

ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და მათი ნიჭის წარმოჩენაა. წელს ფესტივალში აქტიურად ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუსიკით, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად ახორციელებს მუსიკალურ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდების კულტურული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >