,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეფექტურად თანამშრომლობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან რამდენიმე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობისა და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობას ეხება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთათვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული დიპლომატიის განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო ეწვია. პირველ ლედისთან შეხვედრაზე იმ საერთო გამოწვევებსა და გამოცდილებაზე წარიმართა საუბარი, რაც საქართველოსა და უკრაინას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით აკავშირებს.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინის დელეგაციის წევრების ოფიციალური მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრში, უნგრელი და ფრანგი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი დაიწყო, რომელიც მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გახსნა.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების და სკოლების საჭიროებების შეფასების შედეგების განხილვა მოეწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული.
საქართველოს ვიცე პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის საგამოცდო ცენტრს ესტუმრა.