Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
30/09/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
29/09/2015
2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა და სტუდენტთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრა. განათლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან  საკითხს წარმოადგენს შვილების განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობა.
28/09/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულების 20-მდე ოლიპიადას და კონკურსს ატარებს, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეების დიდი ნაწილი ერთვება. წელს მონაწილეთა რიცხვმა 130 000 გადააჭარბა. მოსწავლეები კონკურსებში რამდენიმე ეტაპიან შესარჩევ ტურს გადიან და წარმატებით ართმევენ თავს რთულ დავალებებს. მათგან საუკეთესოები საერთაშორისო კონკურსებში ერთვებიან.
27/09/2015
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „უნარები დასაქმებისთვის-მეორე ფაზა“ ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“ და პროფესიულ კოლეჯში „ფაზისი“ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ISO 9001-2008 განხორციელდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით საქართველოში. 2015 წლის ივნისში, საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოს (TUV) მიერ, აღნიშნული კოლეჯების სერტიფიცირება ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტში, რის შედეგადაც, მათ მიენიჭათ საერთაშორისო სერტიფიკატი.
26/09/2015
26 სექტემბერს მთელი ევროპა საზეიმოდ აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს, რომელიც წელს უკვე მესამედ საქართველოშიც აღინიშნება. ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.
26/09/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტური გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიულოცეს.
25/09/2015
თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში  წარმატებულ კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, უნივერსიტეტების რექტორები, წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები  დაესწრნენ.
25/09/2015
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სრულდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე.

24/09/2015
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სრულდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე. არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს.
23/09/2015

დღეს, 23 სექტემბერს ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც სკოლებში ჭადრაკის ელექტრონული პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ მოაწერეს.

 

23/09/2015
ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული  პროგრამების განმახორციელებელ   დაწესებულებებში.
22/09/2015
კომპანია მაგთიკომის ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა ისტორიული შინაარსის წიგნები: „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“. მაგთიკომი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად გადასცემს აღნიშნულ წიგნებს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წიგნის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია მაგთიკომის წარმომადგენლები, წიგნის ავტორები და სკოლის დირტექტორები დაესწრნენ.
22/09/2015
საქართველოს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით,  ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების კვირეული ჩატარდა.  კვირეულის დასკვნითი ღონისძიება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
21/09/2015
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016  სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა.
21/09/2015
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბათუმს 13-16 სექტემბერს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ერიკ ფალტი შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >