Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/08/2014
წარმოგიდგენთ დირექტორიბის უფლების მქონე იმ პირთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2014 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება (იხ. მიბმული ფაილი).
12/08/2014
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საქართველო იუნესკოს  პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა.
12/08/2014
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის ადმინისტრაციულ ოფისში ეკობანაკის დახურვის, ეკოკლუბების დაჯილდოების, სერთიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე დაესწრო.
11/08/2014
თანამედროვე სკოლა აშენდა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში. სკოლაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც შიდა ასევე, გარე მოპირკეთებითი და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.
08/08/2014
მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისთვის მნიშვნელოვნია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი კლასგარეშე აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
07/08/2014
საზოგადეობრივ კოლეჯ ”სპექტრსა” და ასოციაცია ”ანიკას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია კოლეჯმა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის დაარსებასა და უსასყიდლოდ,  სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში.
07/08/2014
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესს პარტნიორობას უწევენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სწორედ მათი ხელშეწყობით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს პირველი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეინარ ვარა და ენე კულდერკნუპი ეწვივნენ.
06/08/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2014“-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, სამინისტროს მნიშვნელოვანი და ძირეული მიმართულებები გააცნო.
06/08/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტი საქართველოს მასშტაბით, 100 საპილოტე საჯარო სკოლაში განხორციელდება.
05/08/2014
საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა 2013–2014 სასწავლო წლის მანძილზე გაწეული სამუშაო შეაჯამეს და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს, რაც ამ სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს.
04/08/2014
ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული რვა საუკეთესო მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს დიდი ბრიტანეთში, საზაფხულო სკოლაში გაივლიან.
01/08/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პირველკლასელთა და მათ მასწავლებელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის პროექტთან და ახალ სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
01/08/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
31/07/2014
ქობულეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას „ახალი ტალღა“ და სასტუმრო ,,გურია პალასს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე,  კოლეჯის კურსადმთავრებულებს სასტუმრო ,,გურია პალასი" სრულ მმართველობაში გადაეცათ.
30/07/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა თავიანთი შესაძლებლობები კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე გამოავლინეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >