Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
10/10/2014
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ქართულისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლის ხე“ დირექტორი თორნიკე გურული და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
09/10/2014
თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის პროექტებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის პერსპექტივები განიხილება. აღნიშნულ საკითხზე იტალიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო დირექტორ ლუჩიანო ბერტოჩისთან შეხვედრაზე იმსჯელეს.
08/10/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ცენრის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა, სადაც ცერნის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა და ცერნის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა სერხიო ბერტოლუჩიმ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი დადებითად შეაფასეს.
07/10/2014
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას ესწრებიან.
07/10/2014
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014“ აცხადებს. საკონკურსო პროგრამის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრეს.
06/10/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას უძღვებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.
06/10/2014
თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“ „შერატონ მეტეხი პალასში“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO)  წარმომადგენელთა ერთობლივი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, NASRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
05/10/2014

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს  საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

04/10/2014
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში საცდელი ტესტირება ჩატარდა. საცდელი ტესტირების მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი აკვირდებოდა, რომელმაც პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.
03/10/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის საჯარო სკოლების 323 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1626 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.
03/10/2014

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 07-11 ოქტომბერს (თიანეთი, სიღნაღი, ყვარელი, ყაზბეგი დუშეთი, საგარეჯო). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

03/10/2014

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 07-09 ოქტომბერს (ახალქალაქი)  და 2014 წლის 10, 11 ოქტომბერს (ახალციხე, ასპინძა, ადიგენი). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

03/10/2014
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 07-11 ოქტომბერს (კასპი, ქარელი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო).  გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
02/10/2014
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის განათლებისა და ქალთა საკითხების ფედერალურ სამინისტროს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
01/10/2014

დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >