თბილისის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დარბაზს ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გასახდელი. დარბაზთან ერთად სკოლაში საკლასო ოთახებიც რემონტდება და აქატიურად მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის მზადება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მე-18 სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.