საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით, ეროვნული კინოცენტრი 17 მარტიდან საქართველოს 5 რეგიონში, საპილოტე პროექტს „კინო სკოლაში“ ანხორცილებს. დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე უძღვებოდა.