ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს.
ინფორმაცია გაცდენებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში
არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მოსწავლისთვის ნიშნის დაკლება
განისაზღვრება იმავე წესის მიხედვით, რაც ცნობილი იყო სასწავლო წლის
განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციისთვის და მოსწავლეებისთვის. საგნობრივი
საათების გაცდენის გამო ნიშნის დაკლება სემესტრის მიხედვით ამოქმედდება
მომავალი სასწავლო წლიდან.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა
გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს
წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების
ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000
ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ
პროფესიას დაეუფლოს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ–ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის პროფესიულ
კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო
საწარმოებისათვის აუცილებელი კადრები
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “ 8+1“ მოდელი გააცნო.
გამოცდების ეროვნული ცენტრი
ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს
შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს
და მათგან მიიღოს ინფორმაცია გამოცდებთან
დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლის მშენებლობა
გასულ წელს დაიწყო, ამჯერად შენობის მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და
მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები - „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა.
მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო,
რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე,
კოკა სეფერთელაძე №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში
მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.
ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.
მთაწმინდის პარკში ადრეულ ასაკში
განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა. კვირეული რამდენიმე
დღეს გასტანს და ბათუმში საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
ორგანიზებით
იმართება.
დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო
საჯარო სკოლაში დაფუძნდა სამოქალაქო
კლუბი „21 საუკუნე“, რომელმაც USAID -ის
ფარგლებში სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“
პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“.