საქართველოს
მთავრობის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა
მოქმედი სასწავლო პროგრამების ფარგლებში, დააფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა
და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის) მცხოვრებ იმ პირთა სწავლას
საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ვისაც, აღნიშნულ
ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვს მინიჭებული პირადობის
ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.