საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი საიტი ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა რეგიონის საჯარო სკოლების 110 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.