2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის,
ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის,
სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი
საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
ზესტაფონის
რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლა
აშენდება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზესტაფონის რაიონის
მასწვლებლებსა და სკოლის დირექტორებს
შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ
სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მასწავლებელთა შეკითხვებს
უპასუხა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური
უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5
დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და
მოსწავლეებს წარუდგინა.
ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ
ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის
მიზნით.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების
ეროვნულ ცენტრში საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი 2012
წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული
საკითხების განხილვა იყო.
ღია გაკვეთილი
მერვეკლასელებთან პრეზიდენტის
სტიპენდიანტმა
სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ქ-ნმა ეთერ ხარბედიამ ჩაატარა. თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ
ინტერაქტიულ გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ როგორც ქართული ლიტერატურის
ცოდნა, ასევე თავისუფალი აზროვნებისა და მსჯელობის კარგი უნარი გამოავლინეს.
თბილისის
სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა სააგანეტომ და საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატურებმა
საბავშვო-ანიმაციური
რუკები
გადასცეს.
თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე პროფესიულ
კოლეჯ „სპექტრის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დასაქმდნენ. პირველ ეტაპზე
მშენებლობაზე 30-მდე ელექტროშემდუღებელი იმუშავებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც მოზარდებში
სპორტისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში დედაქალაქის 30 საჯარო სკოლას შორის კალათბურთის
სასკოლო ჩემპიონატი
ჩატარდა.
პროექტში ”Summer Job” მონაწილეობის მსურველთა დამატებითი რეგისტრაცია
4 ივნისს დილის 9 საათზე დაიწყო და ოც წუთში დასრულდა. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი
ადგილი იყო შეთავაზებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან
დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროში საორგანიზაციო
შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. შტაბის წევრთა განცხადებით, ისევე როგორც
საატეტსტო, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს წარმატებით დასრულდება და მის მაღალ დონეზე ჩატარდებას
თავად უზრუნველყოფენ.
1–6 ივნისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბათუმში სტუდენტურ
ორგანიზაციათა საერთაშორისო ფორუმს მართავს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს
35 ქვეყნის 70 სტუდენტური ორგანიზაცია იღებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის
რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.