2011-2012
სასწავლო წლისათვის, პირველად
საქართველოში, ერთდროულად 12 ახალი სკოლა შენდება და 350 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის №24
საჯარო სკოლაში გაეცნო.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივით,
5 ქართველი პედაგოგი ინკლუზიური განათლების საკითხებზე მაშავის ცენტრის მიერ
ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის
,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში
მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება. დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების
მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისა და მათი
სწავლით დაინტერესების მიზნით, სასწავლო პროცესში სახალისო სწავლების მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით,
სერტიფიცირებულ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 -2015 წლების
ელექტონული სტრატეგიის ფარგლებში, მოსწავლეთა მართვის ახალი
საინფორმაციო სისტემა ამოქმედდა.
29 აგვისტოს 11:00 საათიდან 2011 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
მანდატურებმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული „მომავლის სკოლის“ აღსაზრდელებს მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა 40-მდე მოზარდს საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მე-200
ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული
მოედანი გახსნა და სკოლის იმ აღსაზრდელებს შეხვდა, რომლებიც პანსიონური
მომსახურებით სარგებლობენ და არდადეგებსაც სკოლაში ატარებენ.
პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი
ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ.
თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის
პროცესი დაიწყო.
წელს პირველად, ყველა მშობელს შესაძლებლობა ექნება სასწავლო
სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტის საშუალებით
შეიტყოს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
საინფორმაციო ბუკლეტი ,,სასკოლო სახელმძღვანელოები’’ სასწავლო წლის
დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მომზადდა.
ახალი სასწავლო წლისათვის სკოლებში ინფრასტრუქტურული,
ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები ხორციელდება. დღეს
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 122-ე
საჯარო სკოლისათვის ახალი სასკოლო მერხებისა და სკამების გადაცემის
პროცესს დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგანი "საგზაო
ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოდის.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა სხვადასსხვა
საგნის ის ათი პედაგოგი დაასაჩუქრა,
რომელთაც 2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკატო
გამოცდებზე თავიანთ საგნებში საუკეთესო
შედეგები აჩვენეს, მინისტრმა
მათ პორტატული კომპიუტერები გადასცა.
მანდატურებისა და გარემოს
დაცვის
სამინსიტროს
ერთობლივი
ღონისძიების
ფარგლებში
ამჯერად თბილისის ზღვის მიმდებარე
ტერიტორია
მთელი
დღის
განმავლობაში
სუფთავდებოდა.