საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მესაბიშვილმა რეგიონის საჯარო სკოლების 110 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს.
საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლის სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა და მათ განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი
სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური
სკოლის უფროსკლასელებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე
ქურდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა”
თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა და საქართველოში აივ პრევენციის
დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა პროექტის "არჩევანი შენზეა" დაწყებასთან
დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით,
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ
საათობრივ ბადეში ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე,
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი და საერთაშორისო
ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გორან შევჩენკო საჩოგბურთო
კლუბ
"GioMir"- ში მოსწავლეებს შორის ჩოგბურთში გამართულ ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების
მომსახურეობა აამოქმედა. დღეს, პროგრამის მუშაობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო.
მანდატურები და 175-ე საჯაროს კოლის მოსწავლეები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს ეწვივნენ. მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად მსახიობი მზია არაბულის მიერ წაკითხული ვაჟა ფშაველას ლექსები მოისმინეს. ღონისძიება ვაჟა-ფშაველას კვირეულთან დაკავშირებით მოეწყო.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში
საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა.
საქარათველოს
პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და
დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის 10 პუნქტიანი
სამოქმედო გეგმა.
მანდატურები იაშვილის კლინიკაში
არსებულ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ. მანდატურებმა
ცენტრში 40-მდე მოზარდი მოინახულეს და მთელი
დღე მათთან ერთად გაატარეს. ღონისძიების
ფარგლებში მანდატურებმა და კომპანია “ტკბილმა ქვეყანამ“ ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა ”ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში” გამართულ სემინარში მიიღო
მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური №77
საჯარო სკოლაში გამართულ ქიმიის ლექცია-გაკვეთილს დაესწრნენ.